–ბრტყელი, რადგან მისი ზედაპირის მხოლოდ ნაწილს ხედავდნენ.
–ვინ იმოგზაურა დედამიწის გარშემო პირველად?
–მაგელანმა.
–როგორ დამტკიცდა მისი მოგზაურობით, რომ დედამიწა მრგვალია?
–მოგზაურობა დაიწყო დასავლეთით და აღმოსავლეთით დაბრუნდა.
–რატომ გაუჩნდათ უძველეს ხალხებს მოგზაურობის სურვილი?
_ისინი ეძებდნენ ისეთ ტერიტორიებს,სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობდნენ და საკვებიც საკმარისი ექნებოდათ.ასეთი ადგილების მოსაძებნად კი ისინი მოგზაურობებს აწყობდნენ.
_ვინ ითვლება პირველ მოგზაურებად?
_ფინიკიელები.
_ვინ იყვნენ ვიკინგები?
_სკანდინავიელი(ჩრდ.ევროპა) ზღვაოსნები, ვაჭრები, მეკობრეები და მოგზაურები.
_რატომ ესხმოდნენ ისინი თავს სხვა ქვეყნებს?
_მათი მიწები უნაყოფო იყო, კლიმატი–მკაცრი, ამიტომ მეკობრულ თავდასხმებს აწყობდნენ სხვა ქვეყნებზე.
_რა ვიცით კონკისტადორების შესახებ?
_ისინი იყვნენ ესპანელი დამპყრობლები, რომლებიც ამერიკაში მიემგზავრებოდნენ მიწების დასაპრყობად და მოსახლეობის გასაძარცვად. დაიპყრეს აცტეკებისა და ინკების იმპერია.