вторник, 7 декабря 2010 г.

1.პროექტის  სახელი: " მოგზაურები და აღმოჩენები"

2.პროექტის  მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას დიდი მოგზაურების, ექსპედიციების და მათი მნიშვნელობის შესახებ. გაეცნობიან ინფორმაციას თანამედროვე გამოჩენილ მოგზაურებსა და მოგზაურობების შესახებ.გაუჩნდებათ ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ.

 3.პროექტის  სრული აღწერა:  სახელმძღვანელოში მოცემული თემა, "მოგზაურები და აღმოჩენები“,  მოკლედ მიმოიხილავს საკითხებს,რომელიც ძალიან საინტერესოა და შესაძლებელია ამ საკითხების გაშლა. გაეცნობიან გეოგრაფიული აღმოჩენების მნიშვნელოვან პერიოდებს, მოიძიებენ ინფორმაციას გამოჩენილ  მოგზაურებისა და მკვლევარების: მარკო პოლოს,ქრისტეფორე კოლუმბი, ამერიგო ვესპუჩი, ვასკო და გამა, ფერნანდო მაგელანი და სხვათა შესახებ , რომელთაც უდიდესი დამსახურება მიუძღვით მსოფლიოს უცნობი ტერიტორიების, ქვეყნებისა და ხალხის  შესწავლის საქმეში. მოიძიებენ ინფორმაციას ქართველი მოგზაურის, ჯუმბერ ლეჟავას შესახებ. მოამზადებენ პრეზენტაციებს მოძიებული მასალის საფუძველზე.დაადგენენ გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზებს, ხელისშემწყობ ფაქტორებს და შედეგებს. შეადგენენ რუკებს , სადაც დატანილი იქნება მოგზაურობის  მარშრუტები და აღმოჩენილი მიწები, აღწერენ ორიენტირების იმ ხერხებს, რომელთაც გამოიყენებდნენ მოგზაურები,შეადგენენ ბუკლეტებს თითოეულ მოგზაურზე,პროექტის ამსახველ მასალას განათავსებენ ბლოგში.

4. მონაწილეთა  ასაკი:  9-10 წელი (IV  კლასი)

5.ვადები/ ხანგრძლივობა:  3 კვირა  (3.11-25.11)

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:  ჯგუფური მუშაობა ,რუკებზე მუშაობა,დამხმარე ლიტერატურის მოძიება, მოძიებული მასალების პრეზენტაციები,დისკუსიების გამართვა, კითხვარების შედგენა,  ვიქტორინის მოწყობა,მოზაურობის მარშრუტის ამსახველი კონტურული რუკების, ნახატების, სურათების გამოფენა, ფილმის ნახვა ცნობილ მოგზაურებზე,ბუკლეტების შექმნა, კედლის გაზეთზე მუშაობა,სლაიდ- შოუს მომზადება,  მოძიებლი მასალებისა და ნამუშევრების განთავსება ბლოგში.

7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიძენენ დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, კვლევის, პრეზენტაციის, დისკუსიის, ურთიერთთანამშრომლობის, კომპიუტერული ძიების, ფოტო და ვიდეო მასალის

მოძიების, რუკების, ცხრილების შედგენის უნარ-ჩვევებს

პროდუქტი ,რაც შეიძლება შეიქმნას: კონტურულ რუკებზე დატანილი მარშრუტები, ფოტოები, ვიდეო მასალები, ბუკლეტები  შესწავლილ მოგზაურებზე, კედლის გაზეთი, სლაიდ-შოუ, ბლოგი .

8.სარგებელი სხვებისთვის:  მოსწავლეები იკვლევენ და ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას მოგზურებსა და ექსპედიციების შესახებ. გაეცნობან თავიანთი თანატოლების შემოქმედებას. გაუღვივდებათ ცნობისმოყვარეობა და ინტერესი,გაუჩნდებათ მეტის გაგების სურვილი.

11 საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბუნ. IV. 8.მოსწავლე მსჯელობს დედამიწის ფორმაზე

 ადარებს დედამიწის ფორმის შესახებ არსებულ სხვადასხვა ხალხის ადრინდელ შეხედულებებს;

 აგროვებს ინფორმაციას მოგზაურებზე და მსჯელობს მათ წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებაში;

  კონტურულ რუკაზე გადააქვს გამოჩენილი მოგზაურების მარშრუტები.

12.პროექტის ფასილიტატორი:  ხათუნა ფირცხალაშვილი

13.ფასილიტატორის  ელ.ფოსტა:  xatunaxatuna77@gmail.com