1.პროექტის სახელი: " მოგზაურები და აღმოჩენები"
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას დიდი მოგზაურების, ექსპედიციების და მათი მნიშვნელობის შესახებ. გაეცნობიან ინფორმაციას თანამედროვე გამოჩენილ მოგზაურებსა და მოგზაურობების შესახებ.გაუჩნდებათ ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ.
4. მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი (IV კლასი)
5.ვადები/ ხანგრძლივობა: 3 კვირა (3.11-25.11)
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა ,რუკებზე მუშაობა,დამხმარე ლიტერატურის მოძიება, მოძიებული მასალების პრეზენტაციები,დისკუსიების გამართვა, კითხვარების შედგენა, ვიქტორინის მოწყობა,მოზაურობის მარშრუტის ამსახველი კონტურული რუკების, ნახატების, სურათების გამოფენა, ფილმის ნახვა ცნობილ მოგზაურებზე,ბუკლეტების შექმნა, კედლის გაზეთზე მუშაობა,სლაიდ- შოუს მომზადება, მოძიებული მასალებისა და ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიძენენ დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, კვლევის, პრეზენტაციის, დისკუსიის, ურთიერთთანამშრომლობის, კომპიუტერული ძიების, ფოტო და ვიდეო მასალის
მოძიების, რუკების, ცხრილების შედგენის უნარ-ჩვევებს.
პროდუქტი ,რაც შეიძლება შეიქმნას: კონტურულ რუკებზე დატანილი მარშრუტები, ფოტოები, ვიდეო მასალები, ბუკლეტები შესწავლილ მოგზაურებზე, კედლის გაზეთი, სლაიდ-შოუ, ბლოგი .
8.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები იკვლევენ და ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას მოგზაურებისა და ექსპედიციების შესახებ. გაეცნობიან თავიანთი თანატოლების შემოქმედებას. გაუღვივდებათ ცნობისმოყვარეობა და ინტერესი,გაუჩნდებათ მეტის გაგების სურვილი.
11 საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ. IV. 8.მოსწავლე მსჯელობს დედამიწის ფორმაზე
ადარებს დედამიწის ფორმის შესახებ არსებულ სხვადასხვა ხალხის ადრინდელ შეხედულებებს;
აგროვებს ინფორმაციას მოგზაურებზე და მსჯელობს მათ წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებაში;
კონტურულ რუკაზე გადააქვს გამოჩენილი მოგზაურების მარშრუტები.
12.პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა ფირცხალაშვილი
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: xatunaxatuna77@gmail.com
ძალიან მაგარია,ძალიან!
ОтветитьУдалить